ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს.
„ჯანმო მოწოდებით გამოდის, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი დაწესდეს გამაძლიერებელ დოზებზე, რათა ყველა ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული იყოს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.