საბერძნეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და რამდენიმე ლოკაციაზეა გავრცელებული. მეხანძრეები ბოლო 24 საათში ცეცხლის 92 კერის ჩაქრობას ცდილობდნენ.
რთული ვითარებაა კუნძულ ევიაზე, სადაც ასობით სახლი უკვე დაიწვა. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მონასტრიდან 12 ბერის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მეხანძრეებს 500 ჯარისკაცი და ათობით ვერტმფრენი ეხმარება.
კუნძულზე მაშველები გააგზავნა საფრანგეთმაც.