logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 13 წლის წინ იმ დროინდელმა, პრეზიდენტად წოდებულმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი, ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული „მთავარსარდალი“
- +

11 აგვისტო. 2021. 11:25

 

 

„სწორედ მის (მიხეილ სააკაშვილი) დროს მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება, აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

 

„ერთი მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმის, თავი გაწირო და ამ დროს ჩვენდა სამარცხვინოდ იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ იმ დროინდელმა, პრეზიდენტად წოდებულმა „მთავარსარდალმა“ გვაჩვენა სიმხდალის არნახული არნახული მაგალითი, ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული „მთავარსარდალი“. ეს არის ჩვენი ტრაგედია და ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა, რეალობა იმისა, რომ ასეთი მხდალი, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღეს შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner