logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: შეეშვით მავნე პროპაგანდას!
- +

11 აგვისტო. 2021. 14:19

 

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიემილიტი, ჩუტყვავილა, წითელა - ეს ის დაავადებებია, რომელთა დამარცხება აცრის მეშვეობით მოხერხდა. ამ დაავადებებმა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

ყველა დროში აცრა იწვევდა ადამიანთა მხრიდან ისეთივე უნდობლობას, როგორც დღეს. ყველა დროში ზუსტად იგივეს საუბრობდნენ, რასაც დღეს, თითქოს მოსახლეობის გასაწყვეტად აკეთებდნენ აცრებს. არანაირი სიახლე.

 

მაგალითად, ციების (მალარიის) საწინააღმდეგო აცრა დღემდე ვერ შექმნეს. ყოველწლიურად მალარიით 200 მლნ ადამიანი ინფიცირდება.

 

ბევრი პოსტი მხვდება. ზოგი ირიბად მაბნებლობს, ზოგი პირდაპირ, ზოგი საკუთარი შიშის გადასაფარად წერს, ზოგი მავნებლობს, ზოგი გულში დაჯერებულია, რომ სიკეთეს აკეთებს.

 

ფაქტია, რომ ყოველ დღე ათობით ადამიანს ვკარგავთ. ყველა ეს ადამიანი, რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულები, სინდისის ქეჯნას ვერ გრძნობენ.

 

თურმე აცრის ფოტოს გამოქვეყნებაც დარღვევა ყოფილა.

 

რომელი უფრო ამორალურია, როცა ვინმეს ეშინია და სხვას მოუწოდებს არ გაიკეთოთო, თუ სხვისი შიშების ფონზე შენ რომ გაიკეთებ და დადებ ფოტოს?

 

მეც დავდე ფოტო. რა პრეტენზია აქვთ?!

 

არავისთვის მომიწოდებია აცრა გაიკეთეთ მეთქი. არც ამ პოსტით მოგიწოდებთ. ვისაც არ გსურთ, მე ვერ გადაგაჯერებთ.

 

მაგრამ ერთს გეტყვით: მე და ჩემნაირებმა რომც მოგიწოდოთ, თქვენ ამით არ ზიანდებით, რადგან გაქვთ არჩევანი არ გაიკეთოთ, მაგრამ როცა თქვენ ეწევით აცრების საწინააღმდეგო კამპანიას, ამით აზიანებთ საზოგადოებას. ეს ელემენტარულია და 21-ე საუკუნეში ამ საკითხზე საუბარი სირცხვილიც უნდა იყოს.

 

მარტივი მოთხოვნაა: დაიცავით წესები ყველა ვარიანტში, აცრილი ხართ, თუ არა და, თუ აცრის გაკეთება არ გსურთ, სხვებს მაინც ნუ მოუწოდებთ.

 

ნუთუ ასე რთულია?!

 

ცალკე თემაა მავნე პოლიტიკოსები და მათ საკუთრებაში არსებული მედიები.

 

წერილის ბოლოში დავდებ ჩემი შარშანდელი პოსტის ბმულს და თუ გადახედავთ, გაგახსენდებათ:

 

- როგორ არყევდით ჯანდაცვის სისტემას;

 

- როგორ უვარდებოდით საავადმყოფოებს;

 

- როგორ უტევდით ჩვენს ექიმებს, განსაკუთრებით ცნობილ ინფექციონისტებს და ეპიდემიოლოგებს;

 

- საყოველთაო ჩაკეტვის დროს რა ისტერიით ითხოვდით ქვეყნის, ეკონომიკის, ტურიზმის გახსნას და ა.შ.

 

დღეს პირიქით მოუწოდებთ ჩაკეტვისკენ, რადგან ასე გაწყობთ. ოპოზიციონერობა საწინააღმდეგოს მოთხოვნა გგონიათ. თუ ჩაკეტეს, გახსნა უნდა მოითხოვოთ, თუ გახსნეს - ჩაკეტვა.

 

ექს-პრეზიდენტის გუშინ გაპარული და შემდეგ წაშლილი პოსტი თქვენი სახეა.

 

მოკლედ, შეეშვით მავნე პროპაგანდას!

 

2020 წლის ივნისის წერილი:

 

ბი-ბი-სის სტატია აცრების ისტორიაზე მე-18 საუკუნიდან დღემდე:

https://www.bbc.com/russian/features-55274843?fbclid=IwAR14kJARkIohHTr34Q8oDlxo0177hC6vM9HDzvyoNd1UksBQ-TokQpLRUCE

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner