logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის საავადმყოფოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო რეანიმაციაში სასუნთქი აპარატები გაითიშა, რასაც ერთი კოვიდ-ინფიცირებული ემსხვერპლა
- +

12 აგვისტო. 2021. 11:09

 

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სასუნთქი აპარატის გათიშვის გამო გარდაიცვალა“, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქი აპარატები გაითიშა. ექიმებმა რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

აფხაზეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 303-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 336-ს მიაღწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner