logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

12 აგვისტო. 2021. 11:10

 

 

საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 189 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 357, „პისიარ“ ტესტით – 19 832.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო შვიდი დღის – 10,52%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 466 326 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 412 420 გამოჯანმრთელდა, 6 279 კი გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 715 919 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 933.

 

კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 627 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 288 პირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner