logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და ის პოლიტიკურ, პარტიულ საქმიანობაში არ ერევა
- +

12 აგვისტო. 2021. 14:34

 

 

„პარტიას თავმჯდომარე, ხელმძღვანელობა ჰყავს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დიდი ხანია არ არის, წასულია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ,“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს.

 

კალაძის თქმით, ივანიშვილი „ქართული ოცნების" პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა.

 

„პარტიას თავმჯდომარე, ხელმძღვანელობა ჰყავს. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დიდი ხანია არ არის, წასულია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ბიძინა ივანიშვილმა უკვე განცხადება გააკეთა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და ის პოლიტიკურ, პარტიულ საქმიანობაში არ ერევა", - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner