„საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იგივე შეხედულებები და დამოკიდებულება აქვს, რასაც პრემიერ-მინისტრი ახმიანებს,“ - აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
სერგეენკოს თქმით, ის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში რაიმე შეუსაბამობას ვერ ვხედავს.
„პოლიტიკური განაცხადებების საფუძველი და მოტივაცია სხვადასხვა შეიძლება იყოს. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ამომრჩეველთა სურვილის გახმოვანება, გადმოცემა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
გარდა ამისა, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანია ახლა იწყება, რომლის ფარგლებშიც ყველა კანდიდატს ექნება საზოგადოებისთვის საკუთარი გეგმების გაცნობისა და იმაში დარწმუნების საშუალება, რომ მისი გეგმა საუკეთესოა.