logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვა
- +

12 აგვისტო. 2021. 16:21

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოთა ქარსელაძე 2021 წლის 3 ივლისს თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა. დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner