logo_geo
eng_logo
სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში მოქალაქეები შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინაციის ან ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუშვან
- +

12 აგვისტო. 2021. 17:30

 

 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა-სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner