„გარკვეული პერიოდულობით შეზღუდვების დაწესება იქამდე დაგვჭირდება, ვიდრე მოსახლეობის 50% მაინც არ აიცრება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ, ეპიდვითარების სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე“, - აცხადებს იმნაძე.