საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ქცევები და რიტორიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დააზიანოს.
„გიორგი გახარიას ქცევა, რიტორიკა, არ არის ღირსებით ნაკარნახევი და ის ორიენტირებულია იმაზე, დააზიანოს მისი ყოფილი გუნდი და „ქართული ოცნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.