logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა NDI-ს კვლევებზე: დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში
- +

13 აგვისტო. 2021. 10:36

 

 

NDI-ს კვლევებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავა, კვლევის შედეგების მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

„წინასაარჩევნოდ კვლევები იმატებს ხოლმე, რაც, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი და საბოლოოდ აკეთებს იმ არჩევანს რომელიც აისახება არჩევნების შემდეგ შედეგებში. ჩვენ ბევრი კვლევა ვნახეთ მანამდეც, თუმცა, საბოლოოდ, ვნახეთ, რომ ბოლო 7 არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში“, - აცხადებს კახა კუჭავა.

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა არჩევნებამდე 52 დღით ადრე გამოაქვეყნა, სადაც გამოკითხული 2000 -ზე მეტი ადამიანიდან, 51 პროცენტის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას. იმავე კვლევით, მმართველ ძალას მხარს რესპონდენტთა 18 პროცენტი უჭერს. "ნაციონალური მოძრაობა" კი 6 პროცენტისთვის არის მისაღები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner