დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 726 ადამიანი.