რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„გადადგა, იმიტომ კი არა
რომ აიძულეს:
„მორჩა, დავიღალე, ასაკი -
გერმანელებო, აირჩიეთ სხვა!”
მ ე რ კ ე ლ ი,
გერმანიის კანცლერი
გ ა დ ა დ გ ა !
ხალხი აივნებზე გამოვიდა,
ქუჩებში მოძრაობა შეწყდა
და 10 წუთი
ტაშს უკრავდნენ ქალს,
რომელმაც 18 წელი,
გულწრფელმა, თავისი ქვეყნის ერთგულემა და პოლიტიკის ნამდვილმა ოსტატმა,
გერმანია აღორძინების რთულ გზაზე ატარა!
18 წლის მანძილზე ქვეყანაში არც ერთი დარღვევა,
წამყვან თანამდებობაზე არც ართ ნათესავი, არც ერთი ახლობელი არ დაუნიშნავს!
არც დიდებაზე არ ფიქრობდა გერმანელი ქალი!
არც მილიონიანი ხელფასი!
თავის წინამორბედთან არავითარი პრეტენზია,
არც გინება,
არც გადაბრალება და ბრძოლა!
მიდის და
ტოვებს სამშობლოს უმაგრეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და
გერმანელი ხალხი,
მთელი ქვეყანა მქუხარე ოვაციებით აცილებს კანცლერ
ა ნ გ ე ლ ა მ ე რ კ ე ლ ს!
გერმანია ემშვიდობება თავის ლიდერს - არც შანელი, არც იახტები, არც ლაინერები, არც ფოიერვერკები, გერმანიას გერმანელი ქალი სამშობლოს მწვერვალზე ტოვებს.
მიდის და არავითარი ლგოტები - არც მას და არც ნათესავებს!
როცა ჰკითხეს: თვრამეტი წელი გარდერობი არ შეგიცვლიათ, რატომ?
ასე უპასუხა: მე მანეკენი კი არ ვარ, სახელმწიფო სამსახურში ვარ!
ფრაუ მერკელი ნორმალურ ბინაში ცხოვრობს, როგორც ყველა მოქალაქე! ისევ იქ სადაც კანცლერობის არჩევამდე ცხოვრობდა!
„ჩემი ქმარი და მე ვუვლით ჩვენ ბინას!
არც მსახურნი, არც მზარეულნი.”
არც ფეშენებლური სახლები,
არც ვილები
არც ბაღები
არც ბასეინები!
მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის უკვე ყოფილი კანცლერი სამუდამოდ ტოვებს რაიჰსტაგს!
და უზომოდ მადლიერი გერმანელები ცრემლმორეულნი და გულმოკლულნი აცილებენ ა ნ გ ე ლ ა მ ე რ კ ე ლ ს!
P.S.
რატომ არ არის ქართველი?!
ო, ქურდბაცაცების მხარეო!
თუმცა, რა უნდა თქვა:
-არ იცი რა არის პოლიტიკა?!
აგერ:
ა ფ გ ა ნ ე თ ი - და ბაიდენის ღალატი!“ - წერს სტურუა.