გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე დასრულდა. მათ შორის, მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.
გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და ასფალტის საფარი 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.
ხანძთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 251 705 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.