logo_geo
eng_logo
მედია: თურქეთი ირანთან საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს, რათა ავღანეთიდან ლტოლვილების ნაკადის კონტროლი შესაძლებელი გახდეს
- +

17 აგვისტო. 2021. 13:48

 

 

თურქეთი ირანთან საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს, რათა ავღანეთიდან ლტოლვილების ნაკადის კონტროლი შესაძლებელი გახდეს. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ამჟამად აშენებულია კედლის 5-კილომეტრიანი ნაწილი, თუმცა სულ მისი სიგრძე 295 კილომეტრი უნდა იყოს.

 

დამცავ კედელთან ერთად, თურქეთ-ირანის საზღვარზე დაამონტაჟებენ მავთულხლართებს და გათხრიან სანგრებს.

 

„ჩვენ გავააქტიურებთ მუშაობას და გავაგებინებთ ყველას, რომ ჩვენი საზღვრები შეუვალია. დამცავი კედლის ნაწილი დასრულებულია. გათხრილია 150 კილომეტრის სიგრძის სანგრები“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, თურქეთში შიშობენ, რომ ავღენეთში ხელისუფლებაში მოძროობა „თალიბანის“ მისვლის შემდეგ, ქვეყნიდან ლტოლვილების ნაკადი თურქეთის მიმართულებით გაიზრდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner