logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ეს არის თქვენი და თქვენი ბელადის სტილი, ერთი ხელით იძახოთ ლილიპუტუნიო და მეორე ხელით მას გადასცეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებს
- +

17 აგვისტო. 2021. 14:15

 

 

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს.

 

„ლუკაშენკო, ირმა ნადირაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი კანდელაკი და ა.შ სულ ჯამში 154 ადამიანი ჰყავს სააკაშვილს 2013 წელს დაჯილდოებული. ახლა მაქვს კითხვა, რა დამსახურებებისთვის? და ყველაზე მთავარი, მთელი სანაცეთი გაგიჟდით ბელორუსიასთან როგორ გააფორმეთ უსაფრთხოების ხელშეკრულებაო და ამავე დროს თქვენი ბელადი ლუკაშენკოს აჯილდოებს? იანუკოვიჩიც დაუჯილდოებია ბიჭს და მალევე, მკვლელს და რუსების აგენტს ეძახდა. ეს არის თქვენი და თქვენი ბელადის სტილი, ერთი ხელით იძახოთ ლილიპუტუნიო და მეორე ხელით მას გადასცეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებს!!!! ასე ხართ ყველასი და ყველაფრის მიმართ, თქვენ ხართ ერის სირცხვილი და სამშობლოს გამყიდველები!! ფარისეველთა კასტა!’’ - წერს „ფეისბუქზე“ ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner