თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ავღანეთში სიტუაცია უნდა დამშვიდდეს.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მიესალმება თალიბანის გზავნილებს, რომელიც უცხოელების, დიპლომატიური მისიების და საკუთარი ხალხისკენაა მიმართული.
მინისტრის თქმით, თურქეთი გააგრძელებს ავღანეთში ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და წესრიგის მხარდაჭერას.