logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ბათუ ქუთელიაზე: ყველამ ყველაფერი ვიცით, სადაც არ უნდა „დაიმალოს“, მისი ნაცობა არ დაიმალება
- +

17 აგვისტო. 2021. 15:36

 

 

„ქუთელიას შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით, სადაც არ უნდა „დაიმალოს“, მისი ნაცობა არ დაიმალება, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნთებდნენ მწვანეს ზოგიერთი მედასავლეთეები მსგავს „თაღლითობას“?“ - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, პარტია „დროა“-ს ვაკის მაჟორიტარად ბათუ ქუთელიას კანდიდატურის დასახელებას.

 

„ბათუ ქუთელია დაასახელეს ვაკის მაჟორიტარად პარტიიდან ,,დროა", ასევე არის მათ პარტიული სიაში. ბათუ ქუთელია ის კაცია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ უდიდეს სკანდალში გაეხვა, ის თითქოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხელს აწერდა ,,ნაციონალურ მოძრაობისა" და ლობისტების ხელშეკრულებას ნაცმოძრაობის მხრიდან. ანუ უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ერთი მხრივ წარმოადგენდა არასამთავრობოს, ხოლო მეორე მხრივ პირდაპირ პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

 

გაქცეულმა სააკაშვილმა ერთმანეთში გადაზილა და აურია სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა, წაშალა ზღვარი პარტიასა და ენჯეოს შორის და ამით უდიდესი დარტყმა მიაყენა ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციის იდეას. ქუთელიას შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით, სადაც არ უნდა „დაიმალოს“, მისი ნაცობა არ დაიმალება, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნთებდნენ მწვანეს ზოგიერთი მედასავლეთეები მსგავს „თაღლითობას“?“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner