საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად წალენჯიხის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა წარუდგინა.
კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ხელისუფლების მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენამდე წალენჯიხის გამგებლის თანდებობას იკავებდა.