ვიცეპრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ცალკეულ პირებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. კალაძის განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა
„ეს განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციებია. არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ბატონი პაპუაშვილის განცხადებასაც. ზოგადად, გაუგებარია ეს განცხადებები, რადგან პაპუაშვილთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება, ესაუბრა და უთხრა, მიემართა პროკურატურისთვის, რომ თუ გააჩნდა რაიმე დამადასტურებელი მასალები იმისა, რომ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა, პროკურატურა ამაზე შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა. არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში და მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა", - განაცხადა კალაძემ.