ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები უქმნიან ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლზიას“ დასავლეთი ამჯერად მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ექსპერტი სოციალურ ქსელშ წერს.
„ბოლო დღეებში, „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელოვნურად გამწვავებული წინასაარჩევნო სიტუაციის ფონზე, დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები და ქცევები, „ნაცმოძრაობას“ უქმნიან მოლოდინებს და ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას“ დასავლეთი ამჯერად მხარს დაუჭერს პრინციპით „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“.
ამაზე მიანიშნებს თუნდაც სააკაშვილის ბოლო განცხადებები. ძალიან სარისკო თამაშს თამაშობენ და შეიძლება რეგიონში ძალიან დიდ დანაკარგებას დაუჯდეთ ეს თამაში“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.