logo_geo
eng_logo
მონტანას შტატში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
- +

26 სექტემბერი. 2021. 10:09

 

 

აშშ-ის მონტანას შტატში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი და დაიღუპა სამი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსი“ იუწყება.

 

„დაახლოებით 16:00 სთ-ზე მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან ჯოპლინილის მახლობლად, მონტანას შტატში. ბორტზე იმყოფება დაახლოებით 146 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი. არიან დაშავებულები“, – ნათქვამია მატარებლის მფლობელი კომპანია Amtrak-ის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner