„თალიბანმა“ მოკლა 4 პირი, რომელთაც, მათი ინფორმაციით, ბიზნესმენი და მისი ვაჟი გაიტაცეს. თავად დაჯგუფების ხელმძღვანელი პირები და ჰერათში მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ მოკლულთა ცხედრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სკვერებში ჩამოკიდეს“, - ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ამწეზე ჩამოკიდებული კაცის ცხედარი, რომელსაც მკერდზე ჰკიდია წარწერა: „გამტაცებლები ასე დაისჯებიან“.
რამდენიმე დღის წინ, „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთში დამნაშავეების ფიზიკური დასჯის პრაქტიკის აღდგენას გეგმავს.
ავღანეთში „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში, ქვეყანაში ნორმად მიიჩნეოდა დანაშაულებისთვის ფიზიკური დასჯა და სტადიონზე სასიკვდილო განაჩენების აღსრულება. მაგალითად, ქურდობაში ბრალდებულებს ხელს კვეთდნენ, მკვლელებს კი თავში მათი მსხვერპლების ნათესავები ესროდნენ.