მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის რეგიონში დაპირისპირება განახლდა. სამი მოკლული პალესტინელი - აჰმად ზაჰრანი, მაჰმუდ მაიდანი და ზაქარია ბადვანი ქალაქი ბიდუდან, ერთი, 22 წლის ოსამა სობოჰი კი ბუქრინიდან იყო, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ისინი იერუსალიმთან ახლოს დახოცეს. პალესტინური სააგენტო Wafa-ს ცნობით, ისრაელის არმია თავს დაესხა ბუქრინს და ერთ-ერთი სახლი ალყაში მოაქცია, რასაც პალესტინელების სამხედროებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.
Al Jazeera-ს კორესპონდენტის თქმით, სროლისას ისრაელის არმიის ორი ჯარისკაცი დაიჭრა. ისრაელის მედია იუწყება, რომ ე.წ. რეიდის მიზანი ჰამასის წევრების დაკავება იყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროები სადავო ტერიტორიის კიდევ ორ სოფელში არიან შესულები.