„2012 წლის შემდეგ რუსეთთან ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია და ეს კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება. მთავარი ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით წინა ხელისუფლების დროს, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იყო და დღეს ბევრად უფრო დაბალია.
„ჩვენი მიზანია რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად შემცირება. 10-წლიან გეგმაში არის ასახული პრიორიტეტი და ჩვენი ამოცანაა, დაახლოებთ, 5 მილიარდ დოლარის ოდენობით ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ამ სფეროში და ეს აუცილებლად გაკეთდება. სამწუხაროდ, იყო პროცესები, რომელმაც, ამ კუთხით, მოკლევადიან პერსპექტივაში, შეაფერხა განვითარება, თუმცა ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ გეგმას და ამ მიზანს მივაღწევთ. ქვეყანას ექნება მაღალი ხარისხის ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.