logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მერობის კანდიდატებად სუს-ის აგენტების დანიშვნაზე ინფორმაცია სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი „ფეიკია“
- +

26 სექტემბერი. 2021. 15:40

 

 

 

„ეს არის სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი „ფეიკი“. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ „ფეიკ ნიუსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მივიღოთ“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ სუს-ის აგენტები მერობის კანდიდატებად არიან დანიშნული.

 

კობახიძის თქმით, ეს არის ტყუილი და აღნიშნავს, რომ „ფეიკ ნიუსის“ მიმართ სამართლებრივი ზომების გატარება მნიშვნელოვანია.

 

„ეს არის სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი „ფეიკი“, მათ შორის ამ რეგიონსაც შეეხო ეს ტყუილი, რომელიც ამ ტელევიზიის ეთერში გავრცელდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ „ფეიკ ნიუსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მივიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტყუილის გატარება. სასურველი იქნება, რომ შესაბამისმა კანდიდატებმა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს მიმართონ, რათა კონკრეტული სააკაშვილის ტელევიზიისგან ამ მცდარი ინფორმაციის თაობაზე ბოდიშის მოხდა მოითხოვონ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner