„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ ბათუმში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების გაკეთება აჭარასა და გურიაში, 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. შემოსული დოკუმენტაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, ბინების რაოდენობა, რომელსაც ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.