logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო
- +

26 სექტემბერი. 2021. 18:22

 

 

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო. როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, „ტვ პირველის“ ეთერში მან თქვა, რომ „პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა“.

 

მისივე თქმით, ეს მასალა „ტვ პირველის“ არქივში აუცილებლად იქნება.

 

„მელიას განცხადებას განვიხილავდით „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში მე და ვახო სანაია, როდესაც ჩოჩქოლი დაიწყო („ტვ პირველის“ არქივში აუცილებლად იქნება - მელიაზე ვსაუბრობ, რომ არ შეიძლება ისეთი მოწოდებების გაკეთება, რომლის Endgame-იც არ იცი და პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა - აქციის დისკრედიტაციისა)“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner