პოეტი და ჟურნალისტი, მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
„ტელელეგენდა, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ცნობილ ტელეწამყვანს, მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ვარსკვლავი გაუხსნეს.
მიდიან მოღვაწე, სამაგალითო ადამიანები და როგორ მენანებიან...
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ბატონ დავითს!“ - წერს კახიძე.