„ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი გამოკითხვაზე იმყოფება - საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალის ცემას
-
+
28 სექტემბერი. 2021. 21:08
პრაიმტაიმის ინფორმაციით, გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის ვაჟი ლუკა ბიძინაშვილი გორში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს, რის გამოც ლუკა ბიძინაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენლებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა ბიძინაშვილი პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს.
წყარო :