საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არიქა, თამარ კინწურაშვილს არ აჩვენოთ ეს, თორემ ანგარიშში ჩაწერს, - აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებს, თან პირდაპირ კონგრესშიო!
გენერალი მარკ მილი N1 სამხედროა ამერიკის შეერთებულ შტატებში!
ასე ვამბობდი მეც, რომ ამერიკის ახლოაღმოსავლური და ჩრდილოაფრიკული პოლიტიკა კრახით დამთავრდებოდა, რადგან ვაშინგტონს, უბრალოდ, არ ესმოდა იმ ხალხის, ვის „დემოკრატიაში წამეცადინებასაც“ აპირებდა.
ასეთი განცხადებების გამო გამომაცხადეს ანტიდასავლელად და ანტიამერიკელად!
ჰოდა, შენ გაგიმარჯოს, გენერალო მილ! შენ ყოფილხარ კაცი!
ოღონდ, კინწურაშვილს ერიდე, ეშმაკის სეფექალია ეგ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.