logo_geo
eng_logo
უსაფრთხოების სამსახურში ნიკა გვარამიას დაბარების მიზეზი განმარტეს
- +

30 სექტემბერი. 2021. 15:22

 

 

„გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიასთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან განმარტება გააკეთა ნიკა გვარამიას უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებით.

 

„კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იყო ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

 

გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

 

მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner