საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და ყველა თანამშრომელს, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცენდენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.