„ჩვენს ქვეყანას სჭირდება წელში გამართვა, ეს ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი დანიშნულება მომავალი თაობების მიმართ“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ხვალინდელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ეკლიანი გზით ვიარეთ დღევანდელ დღემდე. იყო ბევრი ფათერაკი, ბევრი თავგადასავალი, მაგრამ უმთავრესი - ღირსება არ დაგვიკარგავს და შეგიძლია ჩვენს თანამოქალაქეებს თვალებში ჩავხედოთ და წელგამართულები წავიდეთ მათთან ერთად გამარჯვებისკენ. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა ჩვენს მხარდამჭერს. გამარჯვება იქნება ჩვენი, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.