„ჩვენთვის ძალიან რთულია შეფასება - შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება - არა. ჩვენ ვიხილავთ არჩევნების შედეგებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უცნობია, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი დაპატიმრება რა გავლენას იქონიებს საარჩევნო პროცესებზე.
„ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა ფაქტობრივად, სთხოვდა მოსახლეობას, წასულიყვნენ არჩევნებზე და მონაწილეობა მიეღოთ ხმის მიცემის პროცესში. თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით და ვერ შევაფასებთ, საბოლოო ჯამში, ექნება თუ არ ამ პროცესს არჩევნებზე რაიმე გავლენა“, - განაცხადა მიხაილ გალერმა.