logo_geo
eng_logo
დევიდ ერეი: დროა, ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში, პოლიტიკური დიალოგი ფუნდამენტურია ამ მიმართულებით
- +

3 ოქტომბერი. 2021. 17:39

 

 

„ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, არჩევნების დღე იყო საერთო ჯამში მშვიდი, წყნარი და კარგად ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ევროსაბჭოს კონგრესის“ წარმომადგენელმა დევიდ ერეიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ადგილობრივი გამოწვევები გადაფარა, რაც არ შედის საზოგადოების ინტერესში. მან ასევე აქცენტი კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა.

 

„სიტყვიერი აგრესიის გაზრდა, სიძულვილის ენა და ე.წ. ფეიკ-ნიუსები სოცქსელებში გახლავთ იმის ნათელი ინდიკატორი, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს აქვს პოლარიზების ეფექტი დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების უმეტესობის ინტერესებში ეს არ შედის. ახლა დროა, ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში. პოლიტიკური დიალოგი ფუნდამენტურია ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner