„ჩვენი კანდიდატები მეორე ტურში ოცივე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნების შედეგი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“
„64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტური. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები მეორე ტურში, ოცივე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მათი ნდობისთვის, მათი ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.