logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას
- +

3 ოქტომბერი. 2021. 18:26

 

„ოდირის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დელეგაციებმა უკვე გამართეს ბრიფინგი და მე სრულად ვეთანხმები იმას, რაც მათ თქვეს - შეფასებებს წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნებს დღის ნაწილში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა.

 

„მე ვიყავი თბილისში საარჩევნო უბნებზე, არ ვარ არც „ქართული ოცნების“, არც დიდი თუ პატარა პარტიების მხარდამჭერი. უბრალოდ მომეცა საშუალება გავსაუბრებოდი ხალხს და ისინი ამბობენ, რომ დაიღალნენ პოლიტიკური კონფრონტაციებითა და პოლარიზებით. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება. საქართველო ჩვენი ახლო მოკავშირე და პარტნიორია. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნული ინტერესებით იმოქმედონ“, - განაცხადა კალიურანდმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner