ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, იდგაჰის მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შეიძლება გაიზარდოს. თალიბების ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა, ერთი კი ლიკვიდირებულია.