თურქეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც ბართინის პროვინციის მაღალჩინოსნები პარტიულ სხდომაზე მიჰყავდა, ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა. ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გარდაცვლილია ბართინის ვიცე-მერი აჰმედ ქემეჩი. მძიმედ არის დაშავებული ქალაქის მერი ჯამალ აქინი. ავარიის მიზეზი უამინდობა გახდა. წვიმით მოლიპულ გზაზე მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.