logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში
- +

4 ოქტომბერი. 2021. 15:20

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტებში პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით, საკრებულოების არჩევნების შეჯამებული შედეგები წარადგინა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით 2068 მანდატი იყო გასანაწილებელი.

 

„ეს მანდატები შემდეგი სახით განაწილდა. „ქართული ოცნება“ - 1 331 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ - 502 მანდატი, „საქართველოსთვის“ - 109 მანდატი, „ლელო“ - 27 მანდატი, „ევროპული საქართველო“ - 18 მანდატი, „მესამე ძალა“ -8, „მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - 6, „პატრიოტთა ალიანსი“ - 5, „ევროპელი სოციალისტები“, - 4, ლეიბორისტული პარტია - 3, „სახალხო პარტია“ - 3 „პროგრესი და თავისუფლება“ - 2, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ -2, „მოქალაქეები“ - 1“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მთლიანობაში მმართველმა პარტიამ საკრებულოებში მანდატების 66% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 25%, სხვა პარტიებმა კი - 9%.

 

„ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ ეს მაჩვენებელი 68%-ამდეც გაიზრდება. „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო, თუმცა საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner