„არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბუნებრივია, არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი. სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი და იგი ბოლომდე მოიხდის სასჯელს“, - განაცხადა კობახიძემ.