logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მეორე დღეა არჩევნების დასრულებიდან და გახარია უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა თავის ამომრჩეველს
- +

4 ოქტომბერი. 2021. 15:36

 

 

„მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და გახარია უბრალოდ არ ჩანს, ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მოღალატე გახარიას პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და შესაბამისად, პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner