„მათ გამოაცხადეს ე.წ. რეფერენდუმი და ძალიან მძიმე მარცხი იგემეს: ჩვენ 47%-მა დაგვიჭირა მხარი, რაც ნიშნავს მათთვის უმძიმეს მარცხს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება მეორე ტურებს, ეს რეფერენდუმი ჩვენი მხრიდან ბოლომდეა მისაყვანი, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს დაწყებული საქმე და „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან - ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა კობახიძემ.