„ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადეებს, მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ქართველი ამომრჩევლის 47%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში, ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადეებს, მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდენო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს, ეს იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისობრივი გაჯანსაღებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.