ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
-
+
27 ივლისი. 2016. 11:12
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ თანამდებობა დატოვა.
სააგენტო „სპუტნიკის" ცნობით, ამის შესახებ მიქვაბიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მიქვაბია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად შამილ აძინბა დაინიშნა, რომელიც მანამდე ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.