logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ჭორაობს
- +

27 ივლისი. 2016. 11:24


სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ  განცხადებებს გამოეხმაურა.


კახიშვილის თქმით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება და რამდენიმე პირი მიცემულია პასუხისგებაში.




„მე არ ვიცი საქმის მასალების დეტალები, ამ გამოძიების ფარგლებში ყველაფერი გაირკვევა. იყო ასევე გადარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაცია და ამ საკითხთან დაკავშირებითაც მუშაობს პროკურტურა. მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტი ჭორაობას.

 

არ ვიცი, რის საფუძველზე გააკეთა პრეზიდენტმა ეს განცხადებ, თუმცა ასეთი ტიპის განცხადებები არის წინაპირობა, რომ გამოძიება დაიწყოს", - განაცხადა კახიშვილმა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გუშინ განაცხადა, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის კორცხელის ინციდენტის გამოძიება აუცილებელია.


ეკა მიშველაძის თქმით, უმაღლესი ხელისუფლების მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner