„მესმის, რომ გიორგი გახარიას ჯგუფი სასოწარკვეთაშია, ღალატის შემდგომ. როგორც ჩანს, უფრო მეტი სასოწარკვეთა მიიღეს, რადგან მათ ზედმეტი მოლოდინები ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაზე“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
„მათ არავითარი რესურსი არ აქვთ არა თუ გამარჯვების, არამედ მეორე ადგილის რესურსიც არ გააჩნდათ. გახარიას განცხადება მისი წარმომადგენლების გადაბირებაზე არის მორიგი ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი პირდაპირ ეთერებში იტყუება. თურმე, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არავინ ვიყავით და სანთლით გვეძებდა. ამ ადამიანის აღარ მჯერა, არც საზოგადოებას და მისი სიტყვები ნულის ტოლფასია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.